Powered By Blogger

Friday, February 17, 2012

Levan Songulashvili ART



ლევან სონღულაშვილი დაიბადა 1991 წლის 17 აგვისტოს, თბილისში.
იგი ახალგაზრდა მხატვარია. ასევე წერს ლექსებს, პიესებს, პროზაულ ნაწარმოებებს; უკრავს ფორტეპიანოზე (თვითნასწავლი), სმენით აწყობს ჯაზურ და კლასიკურ ნაწარმოებებს და თავადაც ქმნის მუსიკალურ კომპოზიციებს.
დაუდგამს რამდენიმე მინი-სპექტაკლი; (მხატვრობის გარდა, სხვა სფეროებშიც აღწევს წარმატებებს ).
5-6 წლისა, უკვე, ბიბლიურ პერსონაჟებსა და ირეალურ არსებებს ხატავდა.
მის შემოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს მისტიკას, ბიბლიურსა და მითოლოგიურ სიუჟეტებს, ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, ლიტერატურულ პერსონაჟებს, ყოფითსა თუ ალეგორიულ ჟანრს ...
მრავალ გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა. არის საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული.
2009 წელს მისი პერსონალური გამოფენა მოეწყო, რამაც დამთვალიერებლებში განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღება გამოიწვია.
2010 წელს, I კურსზე , სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ლევანის კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა, რომელიც პაატა ბურჭულაძემ გახსნა. ექსპოზიციაზე სხვადასხვა წელს შესრულებული გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ლევან სონღულაშვილის შემოქმედებამ მნახველთა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
ლევანი შესულია 2010 წლის პუბლიცისტურ ენციკლობედიაში ”სახე(ლ)ები”.
ოთხჯერ გადაეცა გალერეა ”ჰობის” I, II, III და IV გამოფენა-კონკურსში I ხარისხის დიპლომი.
არის საერთაშორისო ფესტივალ ”ნიამორის” გამარჯვებული.
სამხატვრო აკადემიაში, I კურსზე, განათლების სამინისტრომ და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ 18 წლის შემოქმედი სკოლის კედლის მოსახატად გააგზავნა.
განათლების მინისტრმა დააჯილდოვა და სერთიფიკატი გადასცა.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
”მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის” ღონისძიებებსა და გამოფენებში წარმატებული და აქტიური მონაწილეობისათვის მიღებული აქვს დიპლომები და სიგელები.
სამჯერ მოიპოვა გამარჯვება (მე-60, 61-ე, 62-ე) სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის ქართული ლიტერატურის სექციაში.
იყო ”ამერიკული კუთხის” ( "American Corner") წევრი.
ინტელექტუალურ თამაშში, ”What? Where? When?" , რომელიც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და გუნდის კაპიტანი ლევანი გახლდათ, გაიმარჯვა.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში მოწყობილ ღონისძიებაში მიღწეული წარმატებისათვის სერთიფიკატით დაჯილდოვდა.
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართულ ღია კარის დღეზე მოეწყო გამოფენა, სადაც სიგელი გადაეცა.
სხვადასხა წარმატებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა და მადლობის წერილიც გადასცა.
2011 წლის ზაფხულში მიწვეული იყო გერმანიაში (მიუნხენი).
რამდენიმე დღით იმყოფებოდა Oberammergau-ში (ბავარია, გერმანია), სადაც
” Das Passionstheater ”-ში გერმანელ თეატრის მხატვრებთან ერთად გააფორმა სპექტაკლი "Joseph und sein Bruder".
ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში (საქართველო, აშშ, გერმანია).




  • სხვადასხვა ასაკში შესრულებული ნამუშევრები


  • The artwork of Levan Songulashvili is created in different ages  (15-18)







Metamorphoses - მეტამორფოზა


                                                              From the series of "Metamorphoses" - სერიიდან "მეტამორფოზები"





















(sketch - ესკიზი)








(sketch - ესკიზი)
















(sketch-ჩანახატი)












(sketch-ჩანახატი)






















(sketch-ჩანახატი)


(sketch-ჩანახატი)


(sketch-ჩანახატი)


(sketch-ჩანახატი)


(sketch-ჩანახატი)


(sketch-ესკიზი)


(sketch-ესკიზი)

   (sketch-ესკიზი)














(sketch-ჩანახატი)















(sketch-ესკიზი)






(sketch-ესკიზი)





















Facebook :     http://www.facebook.com/levansongulashvili



Levan Songulashvili Channel & Videos on YouTube




Quick drawing process (LIVE)




(2010)



Levan Songulashvili and Bruno Vepkhvadze (Young Georgian Artists)




" Mazeppa "







One hundred years of solitude "




TV SHOW - The Process of Quick Drawing (LIVE)





































No comments:

Post a Comment